ფეხბურთი

12:26 | 25.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "გამარჯვება დავიმსახურეთ"

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ "ინტერთან" შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელი ვარსკვლავის თქმით, საუკეთესოებთან კონკურენცია სასიამოვნოა.

"ეს ჩემთვის სასიამოვნოა. ჩინელი გულშემატკივრები ფანტასტიკურები არაინ, მათი მხარდაჭერა ჩემდამი და "იუვენტუსისადმი" ემოციურია.

"ინტერი" ფანტასტიკური გუნდია, რომელსაც დიდი მწვრთნელი ჰყავს და ყოველთვის სასიამოვნოა საუკეთესოებთან კონკურენცია. შეხვედრას რაც შეეხება, მეორე ტაიმში შესანიშნავად ვითამაშეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ", - თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსმა" საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე "ინტერი" (1:1) პენალტების სერიაში დაამარცხა. კრიშტიანუმ გოლი გაიტანა, ხოლო ჯანლუიჯი ბუფონმა სამი პენალტი მოიგერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131501