ფეხბურთი

22:22 | 24.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

„გაბალას“ მწვრთნელი: „დინამო“ ჩვენთვის სერიოზული მეტოქეა“

აზერბაიჯანული „გაბალას“ მთავარი მწვრთნელის სანან გურბანოვის მატჩისწინა პრესკონფერენციამ „დინამო თბილისთან“ მატჩამდე, მაინცდამაინც დიდი ინტერესი არ გამოიწვია.

ყოველშემთხვევაში, ადგილობრივი ჟურნალისტები პასიურობით გამოირჩნენ და ქართველები რაოდენობით აშკარად სჭარბობდნენ აზერბაიჯანელ კოლეგებს.

გურბანოვმა კი აღნიშნა, რომ „დინამო თბილისი“ სერიოზული მეტოქეა და მისი შემადგენლობიდან ლევან შენგელია გამოარჩია:

„დინამო“ ძლიერი და სწრაფი გუნდია და შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან სერიოზული მეტოქეა. ფეხბურთელების გამორჩევა არ მიყვარს, მაგრამ ლევან შენგელიას გამოვყოფდი თბილისელთა შემადგენლობიდან.

მართალია, „დინამო“ ამ მატჩისთვის ჩვენზე მეტადაა მზად, რადგან ჩვენი ჩემპიონატი ჯერ არ განახლებულა, მაგრამ ჩვენც სერიოზულად მოვემზადეთ. გიგაური და ვოლკოვი? ჩვენთვის ორივე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ხვალინდელი მატჩისთვის მზად არიან“, - თქვა გურბანოვმა.

შეგახსენებთ, „გაბალასა“ და „დინამოს“ შეხვედრა 25 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

გიორგი მელქაძე WORLDSPORT.GE-სთვის გაბალადან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112144