სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

15:47 | 24.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭიაბრიშვილი: "ვფიქრობ, ქართველებზე მაგრად ფეხბურთის თამაში დედამიწაზე ძალიან ცოტა ერს შეუძლია"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “საბურთალო” და ზაგრების “დინამოსთან” 0:2 დამარცხდა. მატჩის შემდგომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ქართველი სპეციალისტის აზრით "საბურთალო" ასეთი ანგარიშით მარცხს არ იმსახურებდა.

– მწვრთნელები მსაჯებზე იშვიათად საუბრობენ, თუმცა მაინც გკითხავთ – რამდენად იმოქმედა მსაჯის როლმა დღევანდელ მატჩში?
– ვფიქრობ, არ ვიმსახურებდით ასეთი ანგარიშით მარცხს. საერთო ჯამში ცუდად არ გვითამაშია, გამოვყოფდი პირველ ნახევარს, სადაც ვდომინირებდით და მეტოქეზე უკეთ გამოვიყურებოდით. ასეთი დონის გუნდთან გამარჯვებისას, რაღაც დეტალებში უნდა გაგიმართლოს. ეს დეტალი არის მსაჯობაც. მის შეფასებას არ დავიწყებ, ამ თემაზე ჩემი მხრიდან საუბარი არაკორექტული იქნება. ჩვენთან შედარებით “დინამო” ბევრად გამოცდილი კლუბია. თავის შანსს ელოდა და გამოიყენა. ვდომინირებდით, ბურთს ვაკონტროლებდით, გვქონდა საგოლე მომენტებიც, მაგრამ მეტოქემ გაიმარჯვა.

– რამდენიმე წუთიანი ეპიზოდი იყო, სადაც “დინამომ” გვაჯობა. დაიღალნენ ფეხბურთელები თუ რამ გამოიწვია?

– მეორე ტაიმის შუაში ფეხბურთელებს დაღლა დაეტყოთ, თავისი როლი წვიმამაც ითამაშა. იცით, რომ წვიმაში ბევრად მეტი ძალები მიდის. თუმცა, გოლი რომ გაგვეტანა, იმხელა ემოციური მუხტი იქნებოდა, რომ ეს დაღლილობა არ დაგვეტყობოდა.

– ისევე, როგორც “შერიფთან” განმეორებით მატჩში, ახლაც გუნდმა ერთი ტაიმი ჩაატარა მაღალ დონეზე. რატომ?

– გამოცდილება გვჭირდება. ზოგჯერ, ერთ მომენტში მთელ რესურს ვხარჯავთ, ამ დონეზე თამაშის გამოცდილება აუცილებელია. დღეს გვქონდა გოლის გატანის შესაძლებლობები, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. როგორც ავღნიშნე, მეორე ნახევარში დაღლა დაგვეტყო, რასაც ვერ ვიტყვი მეტოქეზე.

- დონის მხრივ რამდენად დიდი განსხვავებაა ხორვატიისა და საქართველოს ჩემპიონებს შორის?

– ევროპული გრანდების შემდეგ ზაგრების ”დინამოს” დონის გუნდები მოდიან. ვფიქრობ, ქართველებზე მაგრად ფეხბურთის თამაში დედამიწაზე ძალიან ცოტა ერს შეუძლია, თუმცა მეორე მხარეა როგორ ვიყენებთ ნიჭს. პირველი გოლი ჩვენ რომ გაგვეტანა, ამ თამაშს მოვიგებდით. დღეს გვაკლია რაღაცები, რასაც დრო, მოთმინება და შრომა სჭირდება. დავინახე რომ 10 მილიონის ღირებულების ფეხბურთელებთან ჩემმა მოთამაშეებმა კარგად ითამაშეს. პირველ ტაიმში მეტოქე დაბნეული იყო.
ასე გვეგონა, რომ ”შერიფთან” პირველი თამაშის შემდეგ გასულები ვიყავით, მაგრამ ძალიან რთული მეორე მატჩი გამოვიდა.

– 18 კაციან განაცხადში არ იყო ლაშა შინდაგორიძე. განმეორებით მატჩში არ იქნება გიორგი კოხრეიძე. ვის მოიაზრებთ მის შემცვლელად?

– ლაშას მცირე ტრავმა ჰქონდა და ამიტომ ვერ მიიღო დღეს მონაწილეობა. რაც შეეხება კოხრეიძის საკითხს – ვნახოთ. შესაძლოა შინდაგორიძემ ითამაშოს ან სხვა რომელიმე ფეხბურთელმა. ზაგრებში ჩავალთ და მატჩის წინ გადავწყვიტავთ ვინ ითამაშებს. ზაგრებში მოსაგებად წავალთ, იქაც ბოლომდე ვიბრძოლებთ. მოგება დღესაც გვინდოდა, მაგრამ დავმარცხდით.

გიორგი კოხრეიძემ სამ შეხვედრაში სამი ყვითელი ბარათი მიიღო. დისციპლინასთან დაკავშირებით ხომ არა აქვს პრობლემები?

– გიორგის არცერთი ყვითელი ბარათი არ მიუღია მსაჯთან შეკამათების გამო. სამივე ეპიზოდში სათამაშო დროს მიიღო. ჩვენ არ ვიცით ევროპელი მსაჯები რაზე გვაძლევენ ყვითელს და რაზე არა. საქართველოში სხვა მსაჯობას ვართ მიჩვეული.
ჩემს ფეხბურთელებზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის. ბოლომდე იბრძოლეს, საინტერესო ფეხბურთი ითამაშეს, მეტოქეს არაფერი დაუთმეს.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.110466
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X