თამაშგარე

13:18 | 24.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ემანუელა დე პაულა ფეხბურთელებზე გიჟდება

ლათინურ ამერიკაში ნამეტნავად პოპულარული ბრაზილიელი მულატი მოდელი ემანუელა დე პაულა არასოდეს მალავდა თავის განსაკუთრებით ემოციურ და ვნებიან განწყობას თანამემამულე ფეხბურთელებისადმი და როდესაც ამის შანსი მიეცემოდა იძახდა, რომ მისი ბავშვობის ოცნება ცნობილ ფეხბურთელთან განივად კოტრიალი იყო.

სულ ცოტა ხნის წინ კი მშვენიერმა ემანუელამ განაცხადა, რომ გასულ წელს რამდენიმედღიანი ტრფიალება გაუჩაღებია ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელ გაბრიელ ჯესუსთან და ცოტა მეტი დრო რომ ქონოდა ამ ბიჭს ხელში წითელპერანგა მებადურივით ჩაიგდებდა და კაცი არ იქნებოდა მისი ხელიდან გამღლეტი.

გაბრიელ ჯესუსი კი ირწმუნება, მაგ ქალს რაღაცეები ეჩვენება და ცოლისთვის ღალატი არც კი მიფიქრიაო, მაგრამ ბრაზილთა ქვეყნის “ყვითელმა“მოკალმეებმა უკვე მიაკვლიეს სან პაულუში მდებარე რესტორნის მფლობელ ქალბატონს, რომელიც იძახის - ემანუელა და გაბრიელი ჩემს რესტორანში ერთად ისხდნენ და ბუდარა და ბუდარეხასავით ჭუკჭუკებდნენო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118112