ფეხბურთი

11:35 | 24.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი: „მნიშვნელობა არ აქვს თუ რა პოზიციაზე ვითამაშებ“

კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელმა ანტუან გრიზმანმა „ჩელსის“ წინააღმდეგ სადებიუტო მატჩი ჩაატარა. ფრანგმა თავდამსხმელმა შეხვედრიშ შემდეგ Marca-სთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს თუ რა პოზიციაზე ითამაშებს.

„პოზიზია მოედანზე? არ მაინტერესებს თუ სად ვითამაშებ, მთავარია ვისწავლო და „ბარსელონას“ სტილს მოვერგო. მსურს მუდამ ძირითად შემადგენლობაში ვიყო და სათადარიგოთა სკამზე არ აღმოვჩნდე. ამისათვის ბევრი მუშაობა მომიწევს“, - განაცხადა გრიზმანმა.

აქვე გეტყვით, რომ „ბარსელონა“ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე „ჩელსისთან“ 1:2 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122084