ფეხბურთი

1:03 | 24.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნენად ბიელიცა: "პირველ ტაიმში გამოჩნდა, რომ "საბურთალოს" ჩვენთვის პრობლემების შექმნა შეეძლო"

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა თბილისის „საბურთალომ“ საკუთარ მოედანზე ზაგრების „დინამოსთან“ 0:2 წააგო და საპასუხო მატჩის წინ საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა.

ნამატჩევს, ხორვატიის ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა ნენად ბიელიცამ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ „საბურთალო“ კარგი გუნდია და ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმში გამოჩნდა.

„პირველ ტაიმში მაქსიმუმი არ გვიჩვენებია. ზუსტად არ ვიცოდით, რამდენად კარგი გუნდი იყო „საბურთალო“ და როგორი დონის ფეხბურთელები ჰყავდა. თუმცა, როგორც მატჩამდე ვთქვი, გამოჩნდა, რომ ბევრი კარგი ახალგაზრდა და სწრაფი მოთამაშეები ჰყავდა. განსაკუთრებით ფლანგებზე და რასაც ვფიქრობდით, ის აღმოჩნდა.

პირველმა ნახევარმა გვიჩვენა, რომ კარგად იციან თამაში და თუ უფრო ახლოს, მჭიდროდ და კონტაქტურად არ ვითამაშებდით, პრობლემებს შეგვიქმნიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საგოლე მომენტი არ ჰქონიათ.

მეორე ტაიმი ბევრად უკეთესი აღმოჩნდა. უფრო ორგანიზებულ თავდაცვაზე გადავედით და შედეგად ჩვენი შანსიც მივიღეთ. სამი-ოთხი საგოლე მომენტიდან კი ორი გოლიც გავიტანეთ“, - აღნიშნა ბიელიცამ.

შეგახსენებთ, ზაგრების „დინამოსა“ და „საბურთალოს“ საპასუხო მატჩი 30 ივლისს, ხორვატიაში გაიმართება. შეხვედრა უმაყრებლოდ ჩაივლის, რადგან „დინამოს“ საშინაო არენა დისკვალიფიცირებულია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
2.140751