ფეხბურთი

18:52 | 23.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძალიან უცნაური პენალტი MLS-ის საუკეთესო ფეხბურთელის შესრულებით... (+VIDEO)

ამერიკული MLS-ის 2018 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად „ატლანტა იუნაიტედის“ ფორვარდი ჯოზეფ მარტინესი დასახელდა და დამსახურებულადაც. ხუმრობა საქმე ხომ არაა, 39 მატჩში 35 გოლის გატანა?!

26 წლის ვენესუელელი მიმდინარე სეზონსაც მშვენივრად ატარებს და ამ დროისთვის 19 შეხვედრაში 16 გოლი აქვს გატანილი. თუმცა, ბოლო ტურში სხვა მხრივ მოექცა ყურადღების ცენტრში.

„ატლანტა“ DC იუნაიტედს მასპინძლობდა და 72-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, პენალტის დარტყმის უფლება მიიღო. ბურთთან მარტინესი მივიდა, მაგრამ ვერ გაიტანა. ამ ამბვაში უცნაური მისი გამორბენის სტილი იყო. ძნელი გასახსენებელია მსგავსად ემზადებოდეს ვინმე თერთმეტმეტრიანის დასარტყმელად. შესაძლოა, სიმონე ძაძა გაგვახსენდეს უახლესი წარსულიდან, მაგრამ იტალიელი მაინც განსხვავებულად ემზადებოდა...

ჰოდა, სამხრეთ ამერიკელის უცნაურმა პენალტმა შედეგი ვერ გამოიღო. „ატლანტა იუნაიტედმა“ კი მაინც გაიმარჯვა (2:0) და ჯოზეფ მარტინესმაც მსაჯის მეორე კომპენსირებულ წუთზე გატანილი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. იქამდე 3 წუთით ადრე კი, მისმა არგენტინელმა მოგვარემ გონსალო მარტინესმა მოახერხა გოლის გატანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116543