კალათბურთი

12:18 | 23.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "ევრობასკეტზე საქართველოს საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი უნდა ჰყავდეს"

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ბერძენი სპეციალისტი, ილიას ზუროსი გამოეხმაურა:

“ძალიან რთულია კენჭისყრის შედეგებზე საუბარი, რადგან, უპირველეს ყოვლისა, არ ვიცით, თუ რა შემადგენლობებს მოუყრიან თავს ჩვენი ოპონენტები. ასევე ზუსტად არ ვიცით, ვინ იქნებიან ჩვენს ნაკრებში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა თავი მოვუყაროთ უძლიერეს, ოპტიმალურ შემადგენლობას. როგორც ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელ ქვეყანას, საქართველოს კონტინენტის პირველობაზე უნდა ჰყავდეს საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი, რის მისაღწევადაც ყველამ ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავიღოთ”.

www.gbf.ge

0.110796