ფეხბურთი

9:48 | 23.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი: „თუ „ოქროს ბურთს“ მივიღებ, ეს შესანიშნავი იქნება“

„ლივერპულის“ მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა აღიარა, რომ უბედნიერესი იქნება თუკი „ოქროს ბურთს“ მიანიჭებენ. ასევე ჰოლანდიელი ჟურნალისტებს მოუყვა მის მიმართ კრიტიკის შესახებ და აღნიშნა, რომ უკეთ თამაშიც შეუძლია.

„თუ ამ პრიზს მივიღებ, ეს შესანიშნავი იქნება. ძალიან ვიამაყებ ამით. მაგამ, ვგრძნობ, რომ წინ კიდევ ბევრი გამარჯვება მელის. უფრო უკეთ თამაში შემიძლია და ძალიან მკაცრად ვექცევი საკუთარ თავს. ვიცი, რომ კონცენტრაციის სულ ოდნავი დაკარგვის გამოც დავისჯები.

„ლივერპულში“ მოსვლის შემდეგ სულ უფრო უკეთესი ვხდები. კმაყოფილი ვარ, რომ ამდენი მატჩი სტაბილურად ჩავატარე. რაც შეეხება კრიტიკას, შემეძლო უკეთ გავრჯილიყავი სტანდარტული სიტუაციებისას შეტევაში. ადვილი არ არის, მაგრამ ვცდილობ დავხვეწო ეს კომპონენტი. ჩემს სათამაშო პოზიციაზე გამოცდილებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.“ - ციტირებს ვან დეიკის სიტყვებს BBC.

0.12033