ფეხბურთი

9:05 | 23.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ მესის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა თავის მთავარვარსკვლავ ლიონელ მესისთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკების დაწყებას აპირებს - გვამცნობს ESPN. ხელშეკრულება ოთხწლიანი იქნება, ანუ მისი დასრულების დროს არგწნტინელი 36 წლის მოიყრება.

ამჟამინდელი მისი კონტრაქტი 2021 წლამდეა გათვლილი, ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. თუმცა კლუბი ცდილობს ახლავე იზრუნოს მესის დატოვებაზე და ამით პრობლემა გაიიოლოს.

თუ არგენტინელი კონტრაქტს გააგრძელებს, ეს მისი მეათე ხელშეკრულება იქნებ კატალონიურ კლუბთან კარიერის განმავლობაში.

32 წლის მესი „ბარსელონას“ აღზრდილია. გასულ სეზონში მან ესპანეთის ჩემპიონატში 34 მატჩი ჩაატარა, 36 ბურთი გაიტანა და 13 საგოლე პასით გამოირჩა.

0.115177