ფეხბურთი

19:17 | 22.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაბალაში შოტლანდიელები იმსაჯებენ

25 ივლისს თბილისის "დინამო" უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას აზერბაიჯანში გამართავს.

ქართული გუნდი "გაბალას" "სითი სთედიუმზე" დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 19.00 საათზე დაიწყება და მას შოტლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

მთავარი არბიტრი 28 წლის ნიკოლას უელში იქნება, ასისტენტობას კი მას ალან მალვენი და ჯორდან სტოკი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი გავინ დანკანი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120218