სხვა

17:55 | 22.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალ მოფარიკავეთა ნაკრები რუსეთთან დამარცხდა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი ფარიკაობაში ქართველი სპორტსმენებისათვის დასრულდა.

შეჯიბრების ბოლოსწინა დღეს, ხმალში ქალთა შორის გუნდურ ასპარეზობაში, ჩვენმა ნაკრებმა მეთექვსმეტედფინალში, ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ რუსეთის ნაკრებთან 34:45 წააგო და ბრძოლას გამოეთიშა.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

0.102736