სხვა

17:30 | 22.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ წყალბურთელთა მარცხი იტალიასთან

საქართველოს 15-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთის ქალაქ ბურგასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მე-2 მატჩი ჩაატარა და C ჯგუფის უმთავრეს ფავორიტად შერაცხულ იტალიასთან 8:12 (3:2, 2:3, 1:5, 2:2) დამარცხდა.

ანგარიშიდანაც სჩანს, რომ გასულ შეხვედრაში გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელიც აპენინელებმა 5:1 მოიგეს, სხვა მხრივ კი თანაბარი თამაში იყო.
ქართველ ჭაბუკთაგან დუბლი გიორგი კოზაშვილმა, ბესარიონ ახვლედიანმა და ლუკა ჩიქოვანმა შეასრულეს, თითოჯერ კი თავი საბა ტყეშელაშვილმა და გიორგი კირიაკიდმა გამოიჩინეს.
შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში საქართველოს ნაკრები რუსეთს დაუზავდა (9:9), იტალიამ კი ჰოლანდიას 13:7 სძლია. დღესვე, რუსებმა ჰოლანდიას 12:10 მოუგეს.
იმისთვის, რომ ქართველმა წყალბურთელებმა ბრძოლა მეოთხედფინალის საგზურისთვის განაგრძონ, ჯგუფის საუკეთესო სამ გუნდს შორის მოხვედრაა საჭირო.
ამ მხრივ, გადამწყვეტი მატჩი ხვალ ჩატარდება, როდესაც ქართველები ჰოლანდიელებს გაეჯიბრებიან. თამაში 23 ივლისს თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

0.141111