ფეხბურთი

16:15 | 22.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამოსა" და "ჩიხურას" მეტოქეები ცნობილია

ევროპა ლიგაზე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, რის შემდგომაც გაირკვა ქართული გუნდების, საჩხერის "ჩიხურასა" და "დინამო თბილისის" სავარაუდო მეტოქეები.

ბუნებრივია, თუ "ჩიხურა" "აბერდინის", ხოლო "დინამო" "გაბალას" ბარიერს დაძლევს. იმერლების შესაძლო მეტოქე ხორვატული "რიეკაა", ხოლო "დინამოს" "გაბალასთან" გამარჯვების შემთხვევაში ძველ ნაცნობთან, როტერდამის "ფეიენოორდთან" მოუწევს თამაში. მოგეხსენებათ, "დინამო" და "ფეიენოორდი" 1981 წელს თასების თასის ნახევარფინალში დაუპირისპირდნენ და ქართულმა გუნდმა ორი მატჩის ჯამში 3:2 იმარჯვა.

„რიეკა“ (ხორვატია) – „ჩიხურა“ (საქართველო) / „აბერდინი“ (შოტლანდია)

„ფეიენოორდი“ (ჰოლანდია) – „გაბალა“ (აზერბაიჯანი) / „დინამო“ (საქართველო)

აქვე გეტყვით, რომ თბილისის „საბურთალო“ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში უნგრული „ფერენცვაროშისა და მალტური „ვალეტას“ წყვილში საუკეთესოს გაეჯიბრება.

თუმცა, თუ „დინამოს“ ბარიერის დაძლევას ვერ შეძლებს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც სომხური „არარატისა“ და გიბრალტარის „ლინკოლნის“ წყვილიდან გამარჯვებულს შეხვდება.

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 8 და 15 აგვისტოს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146493