ფეხბურთი

11:42 | 22.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

რომან შარონოვი კვარაცხელიაზე: "არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც ცვლილებაზე უკეთ თამაშობენ"

ყაზანის „რუბინის“ მთავარი მწვრთნელი რომან შარონოვი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქართველმა ფეხბურთელმა მუშაობა უნდა გააგრძელოს.

„არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც სათადარიგო სკამიდან უკეთ ერთვებიან. თუმცა, არ ვიტყვი, რომ ასეა. ამ მომენტში ეს უმჯობესია. თუ მუშაობას გააგრძელებს, უფრო ახლოს იქნება ძირითად შემადგენლობასთან“, - თქვა შარონოვმა.

შეგახსენებთ, ყაზანის „რუბინმა“ პრემიერლიგის მეორე ტურში მოსკოვში „დინამოს“ ბექა მიქელთაძის გოლით 1:0 მოუგო, საგოლე კომბინაციაში კვარაცხელიაც მონაწილეობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133941