კალათბურთი

0:53 | 22.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები ვერცხლის მედლებს დასჯერდა

საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები ვერცხლის პრიზიორია. ნინო ყიფშიძისა და შოთა იაქაშვილის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ფინალური მატჩი კვიპროსთან დათმო. ქართველებმა კუნძულელებთან ვერაფერი გააწყვეს და სატიტულო მატჩი 38:75 დათმეს.

პირველ პერიოდში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, რომლის ბოლოსაც კვიპროსელებმა იძალეს და პირველ ორწუთიან შესვენებაზე 4-ქულიანი ლიდერობით (14:10) გავიდნენ. მეორე მეოთხედში კუნძულელებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს და 22:9 მოგებული ათწუთეულის შემდეგ, დიდ შესვენებაზე სოლიდური ლიდერობით გავიდნენ – 36:19.

მეორე ნახევარში ვითარება არ შეცვლილა. კვიპროსელებმა გააგრძელეს აქტიურობა და ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარეს. საბოლოოდ, კუნძულელებმა დიდი სხვაობით – 75:38 იმარჯვეს და C დივიზიონის ჩემპიონები გახდნენ.

საქართველო – კვიპროსი
სტატისტიკა: 38:75

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117779