ფეხბურთი

0:10 | 22.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილიას საგოლე პასი ექსტრაკლასას პირველ ტურში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას 2019-2020 წლების სეზონი საგოლე გადაცემით გახსნა ვაკო გვილიამ. ქართველი ფეხბურთელის „ლეგია“ ვარშავაში „პოგონს“ დაუხვდა და მიუხედავად იმისა, რომ იგებდა, საბოლოოდ მოულოდნელად 1:2 წააგო.

გვილიამ 90 წუთი გაატარა მოედანზე და საგოლე პასი მიითვალა. 58-ე წუთზე ქართველის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ სანდრო კულენოვიჩმა თავით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში და ვარშაველები დააწინაურა. თუმცა, მათი სიხარული ნაადრევი გამოდგა და მარცხი განიცადეს.

აქვე გეტყვით, რომ „ლეგიას“ 25 ივლისს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინურ „კუპსისთან“ მოუწევს დაპირისპირება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118918