სხვა

23:27 | 21.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი წყალბურთელების ფრე რუსეთთან

საქართველოს 15-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთის ქალაქ ბურგასში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ჩაატარა და რუსეთთან 9:9 (5:2, 1:1, 3:2, 0:4) ითამაშა.

შედეგი თავისთავად კარგია, თუმცა, დასანანი კია, რადგანაც ქართველი ჭაბუკები 9:4-ს იგებდნენ და 09:41 წუთში 1 გოლიც რომ გაეტანათ, გამარჯვებას იზეიმებდნენ. ასე კი, რუსებმა მატჩის ბოლო 52 წამში 2 გოლი შეაგდეს და ქულის გადარჩენა შესძლეს.
C ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ირჯება, უმთავრეს ფავორიტად შერაცხულმა იტალიამ ჰოლანდიას 13:7 სძლია. 22 ივლისს, ქართველი წყალბურთელები სწორედ იტალიას ეთამაშებიან, 23-ში კი ჰოლანდიასთან თამაშია.
ევროპის ჩემპიონატში 16 ნაკრებია ჩართული და 4 ჯგუფის საუკეთესო მეოთხედფინალში პირდაპირ გავა, მეორე-მესამე ადგილოსნები კიდევ ოთხ მეოთხედფინალისტს გამოავლენენ, ჯგუფებში ბოლო პოზიციებზე გასულები კი მეცამეტე-მეთექვსმეტე ადგილებისთვის იბრძოლებენ.

0.143033