სხვა

16:25 | 21.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოფარიკავეთა მე-7 ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა (სანდრო ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ბექა ბაზაძე, ნიკა შენგელია) მე-7 ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მოფარიკავეებმა საწყის რაუნდში ავსტრალია 45:18 გაანადგურეს, რასაც საფრანგეთთან გამარჯვება (45:42) მოჰყვა. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ძლიერ იტალიას გადაეყარა და 33:45 დამარცხდა, რის გამოც მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლაზე გადაერთო.
ამ ეტაპზე ქართველი მოფარიკავეები ირანს ვერ გაუმკლავდნენ (42:45), შემდეგ კი, რუმინეთს 45:33 სძლიეს და როგორც აღვნიშნეთ, მსოფლიო პირველობა მე-7 საფეხურზე დაასრულეს.

0.119471