სხვა

1:45 | 22.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიოში სერფინგის სატესტო ასპარეზობა გაიმართა

იაპონიაში, ცურიგასაკის სანაპიროზე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის სერფერთა სატესტო ასპარეზობა ერთი საათის დაგვიანებით გაიმართა. მიზეზი ძლიერი ნისლი და დაბალი ტალღები იყო, რითაც სერფერთა ერთი ნაწილი უკმაყოფილო დარჩა.

სერფინგის საერთაშორისო ასოციაციის (ISA) წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტოკიოს თამაშებისთვის შესაბამისი საასპარეზო პირობები იქნება.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური თამაშების პროგრამაში სერფინგის დებიუტამდე ეს პირველი სატესტო ასპარეზობა იყო. 2020 წელს სწორედ აქ, ცურიგასაკის სანაპიროზე გაიმართება სერფერთა ოლიმპიური ტურნირი.

www.geonoc.org.ge

0.138287