სხვა

21:00 | 21.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელთა გეგმები
პეკინის ღამის ცხოვრების გამოცოცხლებასთან დაკავშირებით

პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლებმა შეიმუშავეს გეგმა, რომლის მიხდვითაც ჩინეთის დედაქალაქის ღამის ცხოვრება ოლიმპიადის დღეებში უფრო გამოცოცხლდება. 2021 წლის ბოლოსთვის პეკინში გაშენდება ღამის საქმიანი და გასართობი უბნები. პეკინის ვაჭრობის მუნიციპალური ბიუროს დირექტორის მოადგილის სუნ იაოს განცხადებით, მოსალოდნელია, რომ მათი პროექტი ახალი სამომხმარებლო ბრენდის - „ღამის კაპიტალის" ნაწილი გახდება.

მეტროს ძირითადი ხაზის გასწვრივ გაიხსნება ღამის კაფე-ბარები და რესტორნები, სასადილოები, წიგნის მაღაზიები, კინოთეატრები, გაიზრდება სადღეღამისო ობიექტების რაოდენობა. ამგვარი ზომები მიმართულია ღამის ეკონომიკის სტიმულირებისთვის. გეგმის თანახმად, პეკინის რიგ ღირშესანიშნაობათა სამუშაო დრო ერთი-ორი საათით გახანგრძლივდება, ასევე გაიზრდება პეკინის მეტროს პირველი და მეორე ხაზის მუშაობის დროც, რაც პეკინის სტუმრების დღის გრაფიკს უფრო დატვირთულს გახდის.

www.geonoc.org.ge

0.129233