სხვა

16:45 | 21.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბაქოში ათლეტთა სოფელი საზეიმოდ გაიხსნა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში საზეიმოდ გაიხსნა ევროპის XV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ათლეტთა სოფელი, რომელიც ფესტივალის დღეებში ევროპის 49 ქვეყნის 4000-მდე წარმომადგენელს უმასპინძლებს.

ფესტივალის პროგრამაშია სპორტის 10 სახეობა - ველოსპორტი, კალათბურთი, მძლეონობა, სპორტული ტანვარჯიში, ფრენბურთი, ჩოგბურთი, ცურვა, ძიუდო, ჭიდაობა, ხელბურთი. ქართველი სპორტსმენები სპორტის 6 სახეობაში გამოვლენ - ცურვა, ველოსპორტი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, ძიუდო, ჭიდაობა.

21 ივლისს გაიმართება ფესტივალის საზეიმო გახსნის ცერემონია. დღესვე დაიწყო პირველი შეჯიბრებებიც.️ ნიკოლოზ სანთელაძე (45 კგ, თავისუფალი ჭიდაობა) და რომეო ბერიძე ( 55 კგ, ბ/რ ჭიდაობა) ტურნირის ფინალში გავიდნენ. ბეჟან ბარსონიძე (55 კგ, თავისუფალი ჭიდაობა) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. სამწუხაროდ, დავით გვასალია (45 კგ, თავისუფალი ჭიდაობა) იტალიელ მეტოქესთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ვეღარ გააგრძელებს ბრძოლას.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ბაქო (21-27 ივლისი)

ქართველ სპორტსმენთა შეჯიბრების განრიგი

www.geonoc.org.ge

0.119923