სხვა

16:38 | 20.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა, ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მერვედფინალში საფრანგეთის ძლიერი ნაკრები ანგარიშით 45-42 დაამარცხა და საუკეთესო რვა გუნდში მოხვდა.

ქართველი მოფარიკავეები მედლებისათვის ბრძოლას ხვალ განაგრძობენ. მეოთხედფინალში მეტოქე იტალიის ნაკრებია, რომელთანაც საქართველოს ნაკრები ერთი თვის წინ, ევროპის ჩემპიონატზე 44-45, საერთო აზრით, მიკერძოებული მსაჯობის გამო დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109599