ფეხბურთი

17:35 | 20.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკომ“ გრიზმანისა და „ბარსელონას“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ანტუან გრიზმანისა და მისი ახალი კლუბის, „ბარსელონას“ წინააღმდეგ საქმე აღძრა. მიზეზი კი მადრიდის „ატლეტიკოს“ სარჩელი გახდა.

კატალონიურმა კლუბმა ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა „როხიბლანკო“ კიდევ 80 მილიონს ითხოვს. მადრიდელების განმარტებით „ბლაუგრანამ“ გრიზმანთან მოლაპარაკებები მაშინ დაიწყო, როდესაც მისი გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევრო იყო.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა გამოძიება დაადგენს იყო თუ არა დარღვევა მოლაპარაკებების დროს.

სტატისტიკა
0.258009