ფეხბურთი

12:09 | 20.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მომენტი, როდესაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი სრულიად უცნობ ნაკრებთან დამარცხდა (+VIDEO)
საფრანგეთი - სენეგალი 0:1

2002 წლის 31 მაისი - ეს არის დღე, როდესაც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სენსაცია დაფიქსირდა. 2002 წლის მუნდიალი ხსენებულ დღეს ოფიციალურად დაიწყო და იმხანად მოქმედი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები სენეგალის ნაკრებს დაუპირისპირდა.

„მამლები“ მუნდიალის მთავარ ფავორიტად განიხილებოდნენ და იმ დროისთვის საფეხბურთი რუკაზე ახლად გამოჩენილ სენეგალს ბუნებრივია სათვალავში არავინ აგდებდა.

თუმცა, ბრუნო მეციუს გუნდმა საოცრება ჩაიდინა და პაპე ბუბა დიოპის გოლით ისტორიაში მთავარი გამარჯვება მოიპოვა.

საბოლოოდ, საფრანგეთი ჯგუფში კინკილა ქულითა და გატანილი გოლის გარეშე ჩარჩა, ხოლო სენეგალმა ელ ჰაჯი დიუფის ლიდერობით მეოთხედფინალამდე გააღწია, სადაც დამატებით დროში თურქეთის ნაკრებთან ოქროს გოლით დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112346