ფეხბურთი

1:27 | 20.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბაღდადმა ალჟირი აფრიკაში გააჩემპიონა

ეგვიპტეში მიმდინარე აფრიკის ერთა თასის გათამაშება დასრულდა. კაიროში, ფინალურ მატჩში, ალჟირმა სენეგალი 1:0 დაამარცხა და 1990 წლის შემდეგ პირველად (ჯამში კი მეორედ) გახდა „შავ კონტრინენტზე“ საუკეთესო.

შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-2 წუთზე გავიდა. სენეგალელთა კარი ბაღდად ბუნეჯამ დალაშქრა. საგოლე პასი კი ისმაელ ბენნასერმა მიითვალა.

საკუთრივ მატჩი ვერაფერი საცქერი გამოდგა. თუმცა, იყო კიდევ ერთი გამოსარჩევი ეპიზოდი. 62-ე წუთზე ალჟირელ ადლენ გედიურას ფლანგიდან ჩამოწოდებული ბურთი ხელზე მოხვდა და კამერუნელმა არბიტრმა, სიდი ალიუმმა უმალ თერთმეტმეტრიანისკენ მიუთითა. სენეგალელების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თუმცა მსაჯს გადაწყვეტილებაში ეჭვი შეეპარა, ვიდეოარბიტრს დაეკითხა და პენალტი გააუქმა.

მოკლედ ალჟირელებმა გაიმარჯვეს. სენეგალელები კი თვალცრემლიანები ტოვებდნენ მინდორს. მათიც გასაგებია, 2002 წლის შედეგ მათ პირველად მიეცათ სანუკვარი ჯილდოს მოპოვების შანსი, მაგრამ ვერ გამოიყენეს. აკი ამბობდა სენეგალელთა ლივერპულელი კაპიტანი, სადიო მანე: ჩემპიონთა ლიგის მედალს დიდი სიამოვნებით გავცვლიდი აფრიკის თასის ოქროს მედალზეო. არ გამოვიდა.

სენეგალი - ალჟირი 0:1

19 ივლისი. კაირო. საერთაშორისო სტადიონი. 75 000

0:1 ბუნეჯაჰი (2)

სენეგალი: გომისი, გასამა, საბალი, სალიფ სანე, კუაიატე, ნდიაიე (დიატა 59), გეიე, სევე (დიანი 75), სარი, მანე, მბაიე ნიანგი (ბალდე კეიტა 85)

მწვრთნელი: ალიუ სისე

ალჟირი: მ’ბოლი, ზეფანი, ბენსებაინი, მანდი, ბენლამრი, გედიურა, ბენნასერი, ფეგული (ტარატი 85), მაჰრეზი, ბელაილი (ბრაჰიმი 84) , ბუნეჯაჰი (ისლამ სლიმანი 89)

მწვრთნელი: ჯამელ ბელმანდი

მსაჯი: სიდი ალიუმი (კამერუნი)

გაფრთხილება: გეიე (79), გასამა (80); ბენსებაინი (33), ბელაილი (54), მანდი (90+2), გედიურა(90+4)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123152