ფეხბურთი

23:11 | 19.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილმა სეზონი გოლით და საგოლე პასით დაიწყო (+VIDEO)

ახალი სეზონი შედეგიანად დაიწყო ოთარ კიტეიშვილმა. გრაცის „შტურმმა“ ავსტრიის თასზე „ანიფი“ ადვილად 4:1 დაამარცხა და ქართველი შემტევი გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა.

კიტეიშვილი მოედანზე მე-80 წუთამდე იმყოფებოდა, ხოლო 30-ე წუთზე გოლის გატანა შეძლო, ხოლო 78-ე წუთზე ემეკა ეზეს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

აქვე გეტყვით, რომ ოთარმა „შტურმში“ სათამაშო ნომერი შეიცვალა და ამ სეზონიდან მე-10 ნომერი იქნება. „შტურმისთვის“ კი სეზონი უკვე დაიწყო. 25 ივლისს ევროპა ლიგაზე ნორვეგიულ „ჰაგესუნდს“ დაუპირისპირდება, 28 ივლისს კი, ავსტრიის ბუნდესლიგის პირველ ტურში „პოლტენს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11078