ფეხბურთი

21:24 | 19.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

პისარო კარიერას მომდევნო სეზონის ბოლოს დაასრულებს

პერუს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და "ვერდერის" 40 წლის თავდამსხმელი კლაუდიო პისარო კარიერას 2019/20 წლების სეზონის ბოლოს დაასრულებს. აღნიშნული ინფორმაცია ბრემენელთა ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

პისარომ კარიერა "კანტოლაოში" დაიწყო. კლაუდიომ ევროპაში კარიერა 1999 წელს დაიწყო, როდესაც "ვერდერში" გადავიდა. ამის შემდეგ, პერუელმა "ბაიერნსა და "ჩელსიში" ითამაშა და ბრემენელთა რიგებს ორჯერ დაუბრუნდა. გასულ სეზონში "პისარომ" 30 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და ბუნდესლიგის ყველაზე ასაკოვანი გოლის ავტორიც გახდა.

პისარომ კარიერის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგა ერთხელ, ხოლო გერმანიის ბუნდესლიგა ექვსჯერ მოიგო. ეროვნულ ნაკრებში კლაუდიომ 85 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.

სტატისტიკა
0.287546