ფეხბურთი

16:43 | 19.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მატის დე ლიხტი: "დარწმუნებული ვიყავი, რომ "იუვენტუსში" გადავიდოდი"

ტურინის „იუვენტუსმა“ ჰოლანდიელი ფეხბურთელი მატის დე ლიხტი ოფიციალურად წარადგინა. „აიაქსის“ ყოფილი კაპიტანი ტურინული გრანდის რიგებში 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

დე ლიხტის განცხადებით, „იუვენტუსი“ ბავშვობიდან უყვარდა და მისი კუმირი ფაბიო კანავარო იყო. 19 წლის მცველი აღნიშნავს, რომ იტალიაში გადაბარგება მისი კარიერისთვის საუკეთესო ნაბიჯი იყო.

„ძალიან ბევრი გამოცდილება მაქვს 19 წლის ფეხბურთელისთვის. თუმცა, ვიმედოვნებ, ჩემი თანაგუნდელებისგან ბევრს ვისწავლი. ეს ჩემს კარიერაში ძალიან დიდი ნაბიჯია წინ. დიდი პატივი იყო იმის ნახვა, თუ როგორ დამხვდნენ გულშემატკივრები და იმედია გავამართლებ მათ ენთუზიაზმს.

რონალდუს სიტყვები? იმ პერიოდში ვცდილობდი გამერკვია რომელ გუნდში ვითამაშებდით. თუმცა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს გუნდი „იუვეტუსი“ იქნებოდა. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, რონალდუსგან მსგავსი წინადადება და „იუვეში“ გადასვლის შემოტავაზება დიდი კომპლიმენტი იყო. მაგრამ, ამას ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია.

ეს იყო ძალიან გააზრებული გადაწყვეტილება, უნდა შევეჩვიო ახალ გარემოსა და ახლა ჩემპიონატს. ვიმედოვნებ, განვითარებას გავაგრძელებ. მე სარის ტურინში ჩამოსვლამდე ვესაუბრე და ის ერთ-ერთი მიზეზია, აქ რატომაც ვარ. მის შესახებ, მისი ფილოსოფიისა და დაცვაში თამაშის მანერის შესახებ ბევრი დადებითი მსმენია.

ბავშვობის ფოტო „იუვეს“ მაისურით? 2006 წელსაა გადაღებული და მაშინ ფაბიო კანავარო მიყვარდა. „იუვესთან“ ყოველთვის კარგი გრძნობები მაკავშირებდა და მისიგულშემატკივარი ვიყავი. გარდა ამისა, როდესაც „აიაქსის“ მაისურით „ალაინც სთედიუმზე“ მომიწია თამაში, აქაურმა ატმოსფერომ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. მიზანი? გვინდა ყველა ტურნირი მოვიგოთ, სადაც ვითამაშებთ. ეს „იუვენტუსის“ მენტალიტეტია.

რატომ ავირჩიე „იუვენტუსი“? იტალია ყველაზე მეტად ცნობილია დაცვითი ტრადიციებით. „იუვე“ ჩემთვის დიდი ნაბიჯია, ჩვენ ერთმანეთისთვის ბევრი რამის მიცემა და გაკეთება შეგვიძლია.

19 წლის ვარ და კიდევ შემიძლია განვითარება. როგორ? ბევრს ვიმუშავებ და დავამტკიცებ, რომ აქ ვსწავლობ. ფეხბურთში ზეწოლა ჩვეულებრივი მოვლენაა, ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. 4 ნომერი განსაკუთრებულია, ვიცი, რომ მნიშვნელოვანი მემკვიდრეობაა მისი ტარება და ვიმედოვნებ ამ ნომრისთვის შესაფერის სიმაღლეზე ვითამაშებ.

„აიაქსში“ ახალგაზრდული გარემო იყო, მაგრამ აქ შემიძლია ვისწავლო ისეთი ჩემპიონებისგან, როგორებიც კიელინი, ბუფონი, რონალდუ და ბევრი სხვაა. მიზანი? ახლა მთავარია შევეგუო ახალ გარემოს. შემდეგ მინდა ვითამაშო, განვითარდე და დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობები“, - განაცხადა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ 19 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ „აიაქსს“ 75 მილიონი ევრო გადაუხადა, რასაც 10 მილიონი ევრო ბონუსების სახით დაემატება.

0.11323