ფეხბურთი

15:49 | 19.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანმა დაასახელა ვინ ითამაშებს ახალ სეზონში „რეალის“ თავდასხმაში

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, დაადგინა, ვინ გაირჯება გუნდის თავდასხმაში 2019-20 წლების სეზონში.

Marca-ს ცნობით, ფრანგი სპეციალისტი 4-3-3 ტაქტიკურ სქემას გამოიყენებს. შეტევაში კი ახალწვეულ ედენ აზარს, ბრაზილიელ ვინისიუსს და კარიმ ბენზემას გაამწესებს. ამასთან, ბელგიელი მარცხენა ფრთაზე გაირჯება, ბრაზილიელი მარჯვნაზე, ბენზემა კი ცენტრალური თავდამსხმელი იქნება.

ნაკლებ სათამაშო დროს მიიღებენ ლუკა იოვიჩი, მარკო ასენსიო, გარეთ ბეილი და ისკო.

ამჟამად „რეალი“ აშშ-ში იმყოფება და საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ტურნირში მონაწილეობს. 21 ივლისს მადრიდელები „ბაიერნს“ შეხვდებიან, 24-ში - „არსენალს“ და 27-ში თანაქალაქელ „ატლეტიკოს.“

0.122944