ფეხბურთი

11:23 | 19.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტრიპიერი: „სიმეონე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია“

ინგლისის ნაკრების მცველმა, კირან ტრიპიერმა ჟურნალისტებს მისი „ტოტენჰემიდან“ მადრიდის „ატლეტიკოში“ გადასვლის შესახებ უამბო.

„ინგლისის პრემიერლიგა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ტურნირია. მაგრამ როცა „ატლეტიკოში“ გადასვლა შემომთავაზეს, ორჯერ არ მიფიქრია.

ბევრი ბრიტანელი ფეხბურთელი არ მიდის საზღვარგარეთ სათამაშოდ. მე კი ყოველთვის მინდოდა. ბავშვობაში ესპანეთის ჩემპიონატში თამაშზე ვოცნებობდი. „ატლეტიკოს“ კი რამდენიმე წელიწადია ვაკვირდები და დიეგო სიმეონე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად მიმაჩნია.

მაურისიო პოჩეტინოს ვესაუბრე და ავუხსენი, რომ ეს ჩემთვის დიდი შანსი იყო, რომელზე უარის თქმა არაფრით შეიძლებოდა. გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ არ გამოგვივიდა.

ახლა „ატლეტიკოსთან“ ერთად ვეცდები ტიტულების მოგებას.“ - უთხრა ტრიპიერმა Marca-ს.

0.115297