ფეხბურთი

10:18 | 19.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეას პერეირა მზადაა პოგბას ტელეფონი მოპაროს, რათა აღარავის დაელაპარაკოს

„მანჩესტრ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, ანდრეას პერეირამ, იმედი გამოთქვა, რომ მისი პარტნიორი, პოლ პოგბა, ზაფხულში კლუბს არ დატოვებს.

„ერთი სიამოვნებაა მასთან ერთად ვარჯიში. კარგი იქნება, თუ ისევ ჩვენთან დარჩება. ის დიდებული ფეხბურთელი და შესანიშნავი ადამიანია. ყოველდღე ვსწავლობ მისგან. ჩემი საუკეთესო მეგობარიცაა.

რა შემძლია გავაკეთო მის დასატოვებლად? მაგალითად, შემიძლია ტელეფინი მოვპარო, რათა აღარავის დაელაპარაკოს.“ - უთხრა ბრაზილიელმა Mirror- ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113257