ფეხბურთი

2:10 | 19.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

სასწაული ხორვატიაში: მალტურმა გუნდმა 3-ბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, ზღაპრული გოლები გაიტანა და შემდეგ ეტაპზე გავიდა (+VIDEO)

ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ხმაურიანი სენსაცია ხორვატიაში დაფიქსირდა, სადაც სპლიტის „ჰაიდუკი“ მალტის „გზირა იუნაიტედმა“ დაამარცხა.

ხმაურიან სენსაციას არ ვუწოდებდით, რომ არა ორმატჩიანი დუელის მიმდინარეობის სცენარი. პირველი თამაში „ჰაიდუკმა“ მალტაში 2:0 მოიგო და თითქოს ყველაფერი მშვიდად იყო.

სპლიტში ბასელ ირადის გოლით მე-7 წუთზე დაწინაურდა და ორი მატჩის ჯამში 3:0 გავიდა წინ. ეს სხვაობა 57-ე წუთამდე შენარჩუნდა, მაგრამ შემდეგ მალტელებმა დაუჯერებელი რამ გაახერხეს.

ჯეფერსონმა და ჰამედ კონემ ათ წუთიან ინტერვალში „გზირა“ დააწინაურეს, მაგრამ 2:1 მაინც „ჰაიდუკის“ წისქვილზე ასხამდა წყალს. მსაჯის მეექვსე კომპენსირებულ წუთზე კი კონემ დუბლი შეასრულა და ყველაფერი თავდაყირა დააყენა. სხვათა შორის, კოტ დივუარელმა ისეთი ზღაპრული გოლები გაიტანა, არაერთგზის ნახვად რომ ღირს. მეტწილად კი პირველი, ფანტასტიკური „მაკრატელა“ დარტყმით...

„გზირა იუნაიტედმა“ „ჰაიდუკი“ სპლიტში 3:1 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში ფრე 3:3 დაფიქსირდა, მაგრამ სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობით მომდევნო ეტაპზე მალტელები გავიდნენ...

სტატისტიკა
0.238078