ფეხბურთი

1:11 | 19.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვოლკოვი: "დინამო" დაუმარცხებელი მეტოქე არაა"

აზერბაიჯანული „გაბალას“ ქართველი ლეგიონერი დავით ვოლკოვი „დინამო თბილისის“ შესახებ საუბრობს. ვოლკოვი თავის დროზე „დინამოს“ ღირსებასაც იცავდა, ახლა კი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევს.

„ორი ამხანაგური თამაში ჩავატარეთ, შეკრება კარგად მიმდინარეობს და ტრავმირებული ფეხბურთელები არ გვყავს. ახალი ფეხბურთელები დავიმატეთ და სამწვრთნელო შტაბი ახალ შემადგენლობას აყალიბებს. ევროპა ლიგაზე „დინამოსთან“ მოგივწევს თამაში, რომელიც ბოლო ხანს შესანიშნავ ფორმაშია და ლამაზ ფეხბურთს თამაშობს.

თუმცა, ვფიქრობ შანსი თანაბარია და ის გავა შემდეგ ეტაპზე, ვინც ამ ორი მატჩისთვის უკეთე მოემზადება. „დინამო თბილისი“ ძლიერი გუნდია, მაგრამ ვფიქრობ, დაუმარცხებელი არაა“, - აღნიშნა ვოლკოვმა "გაბალას" ვებგვერდთან საუბრისას.

შეგახსენებთ, „დინამოსა“ და „გაბალას“ ორრაუნდიანი დუელის პირველი მატჩი 25 ივლისს აზერბაიჯანში, ხოლო საპასუხო 1 აგვისტოს თბილისში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112317