ჭადრაკი

22:40 | 18.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოჭადრაკეები ფოთის ტურნირის მოგების შანსს ინარჩუნებენ

ფოთში მიმდინარე საჭადრაკო ფესტივალის დასრულებამდე 2 ტური რჩება. 7 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი სომეხი ლევონ ბაბუჯიანი (2469) გახლავთ, რომლის აქტივშიც 6.0 ქულაა.

ბაბუჯიანის უახლოესი მდევარი დავით მაღალაშვილია (2485) 5.5 ქულით, შემდეგ კი, 5.0 ქულით 4 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი მოდის, სადაც 3 ჩვენებური ფიგურირებს: 3. ლევან ფანცულაია (2612), 4. ჰოვანეს გაბუზიანი (სომხეთი, 2622), 5. თორნიკე სანიკიძე (2509), 6. გაიოზ ნიგალიძე (2563).
მოსალოდნელია, რომ ტურნირის გამარჯვებულის ვინაობა სწორედ აღნიშნულ მოჭადრაკეებში გაირკვევა. ბოლოსწინა მე-8 ტურის პარტიები 19 ივლისს შედგება: მაღალაშვილი-ბაბუჯიანი, ფანცულაია-გაბუზიანი, სანიკიძე-ნიგალიძე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127382