ფეხბურთი

23:55 | 18.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯონ ობი მიკელმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

"ტრაბზონსფორის" ნიგერიელმა საყრდენმა ნახევარმცველმა ჯონ ობი მიკელმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა ინსტაგრამის გვერდის მეშვეობით გაავრცელა.

ობი მიკელმა ნიგერიის ეროვნულ ნაკრებში პირველი მატჩი 2006 წელს ზიმბაბვეს წინააღმდეგ ჩაატარა. მას შემდეგ ჯონმა "სუპერ არწივების" მაისურით 81 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა ექვსი გოლი და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. საკლუბო დონეზე ობი მიკელმა სახელი ლონდონის "ჩელსიში" თამაშით გაითქვა, ინგლისურ კლუბში ჯონი 2006-17 წლებში თამაშობდა.

0.128369