ფეხბურთი

12:51 | 18.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემმა“ ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა

ლონდონის „ტოტენჰემმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა, რომლითაც გუნდი 2019-20 წლების სეზონში ითამაშებს.

საშინაო ფორმა ტრადიციულ ფერებშია შესრულებული - თეთრი მაისურები და მუქი ლურჯი შორტები. საგარეო ფორმა კი მთლიანად მუქი ლურჯია.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემის“ ტექნიკური სპონსორი ამერიკული ფირმა Nike-ია.

პრემიერლიგის გასულ სეზონში „დეზებმა“ 71 ქულა მოაგროვეს და მეოთხე ადგილზე გავიდნენ.

თეგებიტოტენჰემი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116139