ფეხბურთი

9:04 | 18.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „მხოლოდ „სიტის“ და პსჟ-ს შეუძლიათ ყოველ წელს 200-300 მილიონი დახარჯონ“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალსტებთან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისა და კლუბის სტრატეგიის შესახებ ისაუბრა.

„ადრეც ვთქვი, რომ ამ ზაფხულს „ლივერპული“ აქტიური არ იქნება სატრანსფერო ბაზარზე. ასე ვიტყოდი - ბოლო ორ წელიწადში საკმაო ფული დავხარჯეთ. ზოგი ამბობს, რომ კიდევ 200 ან 300 მილიონს დავხარჯავთ, მაგრამ ამდენი ფულის გაღება მხოლოდ „სიტის“ და პსჟ- შეუძლოათ. კიდევ „რეალს“ და „ბარსელონას.“ - ციტირებს კლოპის სიტყვებს Goal.

ამ ზაფხულს „ლივერპულმა“ მხოლოდ ჰოლანდიური „ზვოლეს“ 17 წლის მცველი, სეპ ვან დენ ბერგი შეიძინა. ასევე „წითლებს“ მალე 16 წლის ფულემელი შემტევი, ჰარვი ელიოტი შეუერთდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115389