ფეხბურთი

2:15 | 18.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ატლეტიკომ" ინგლისელი მცველი დაიმატა

მადრიდის „ატლეტიკომ“ ინგლისის ნაკრების მარჯვენა მცველი კირან ტრიპიერი დაიმატა. როგორც „როხიბლანკოს“ ვებგვერდი იტყობინება, ინგლისელ ფეხბურთელთან სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

გარიგების ფინანსური დეტალების შესახებ ოფიციალურ განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

ტრიპიერმა კარიერა „მანჩესტერ სიტიში“ დაიწყო, თუმცა „ქალაქელთა“ რიგებში ფეხი ვერ მოიკიდა. შემდგომ „ბარნსლისა“ და „ბარნლის“ რიგებში ითამაშა, ხოლო 2015 წელს „ტოტენჰემში“ აღმოჩნდა.

ლონდონელთა ღირსება 28 წლის მცველმა 114 მატჩში დაიცვა და 2 გოლი გაიტანა. ინგლისის ნაკრებში კი 16 თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114192