ფეხბურთი

1:56 | 18.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა დვალის "ფერენცვაროშმა" ჩემპიონთა ლიგიდან "ლუდოგორეცი" გამოთიშა

უნგრეთის ჩემპიონი „ფერენცვაროში“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ეს ამბავი ჩვენთვის იმით გახლავთ გამოსარჩევი, რომ უნგრელთა რიგებში ლაშა დვალი თამაშობს.

სერგეი რებროვის გუნდი პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბულგარეთის ჩემპიონ „ლუდოგორეცს“ დაუპირისპირდა და წყვილში ფავორიტად არ განიხილებოდა, მაგრამ უნგრელებმა მეტოქეს ორივე შეხვედრაში აჯობეს. ერთი კვირის წინ „ფერენცვაროშმა“ სახლში 2:1 მოიგო, ამჯერად კი ბულგარეთში გამარჯვებული გამოვიდა 3:2 და შედეგად მომდევნო ეტაპზე გავიდა. დვალმა ტრადიციულად დაცვის ცენტრში შეუცვლელად ითამაშა.

„ფერენცვაროში“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტის ჩემპიონ „ვალეტას“ დაუპირისპირდება, რომელმაც ლუქსემბურგული „დუდელანჟი“ დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110122