ჩოგბურთი

17:20 | 17.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძემ პირველი წრე დასძლია

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე წარმატებით ჩაერთო ყაზახეთის ქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდიც 80 ათასი დოლარია.

მე-3 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული თურქი იპეკ ოზი 6:4, 2:6, 6:1 დაამარცხა და მერვედფინალში იაპონელ აკიკო ომაეს გაეჯიბრება.
ჰოლანდიურ ამერსფოორტში მიმდინარე ჩელენჯერს (საპრიზო ფონდი 46 600 ევრო) გამოეთიშა ალექსანდრე მეტრეველი. ის და ხორვატი ტომისლავ დრაგანია წყვილთა თანრიგის მერვედფინალში ფრანგულ დუეტთან (ბენშეტრი-ტატლო) 6:7 (4:7), 6:2, 6:10 დამარცხდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118826