ფეხბურთი

12:16 | 17.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბეილის აგენტს სურს, რომ „რეალმა“ ის უფასოდ გაუშვას

მადრიდის „რეალის“ უელსელი ვარსკვლავის აგენტს, ჯონათან ბარნეთს, სურს, „სამეფო კლუბმა“ ბეილი უფასოდ გაუშვას - გვამცნობს ესპანური AS.

გამოცემის მტკიცებით, „რეალი“ შესაძლოა, დათანხმდეს კიდეც ამ წინადადებას, რათა უელსელის ხელფასი დაზოგოს. ამჟამად ბეილის ჯამაგირი წელიწადში 30 მილიონი ევროა, ხოლო მის კონტრაქტს 2022 წლის ზაფხულში ეწურება ვადა. ანუ, ამ ხნის განმავლობაში „სამეფო კლუბს“ მისთვის დაახლოებით 90 მილიონის გადახდა მოუწევს.

ბარნეთი ვარაუდობს, რომ თუ ბეილს თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვებენ, გამოიძებნება კლუბი, რომელიც მას ანალოგიურ ხელფასს გადაუხდის.

0.113583