ჩოგბურთი

0:01 | 17.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძემ პირველი ბარიერი დასძლია

ქართველმა ჩოგბურთელმა გიორგი ცივაძემ თელავში მიმდინარე 15-ათასიანი ტურნირის პირველი წრე დასძლია. მან ბელარუსი მიკალაი ჰალიაკი 4:6, 6:4, 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში ფრანგ დელმასა და რუს ჯანაშიას შორის უმჯობესს შეხვდება.

გუშინვე, საბა ფურცელაძემ რუს მიხაილ ფუფიგინთან 6:7 (1:7), 2:6 წააგო. დღეს, მიხაილო კვანტალიანი რუს ვიკტორ ნიკიტინს ეთამაშება და ზურა ტყემალაძეც რუს ალექსეი ზახაროვს გაეჯიბრება.
წყვილთა ტურნირში ნიკოლოზ დავლიანიძემა და ბელარუსმა ალეკსანდრ ბულიცკიმ დავით ჭელიძე და გუგა თავაძე 6:1, 6:4 დაამარცხეს. კვანტალიანი და ფურცელაძე თურქ კირჩისა და ჩეხ პოლიაკს ვერ გაუმკლავდნენ – 2:6, 1:6, ხოლო ლაშა გიორგი კიკვიძე და ირაკლი მეტრეველი ებრაელ ჰასონთანა და უკრაინელ ვანშელბომთან 4:6, 0:6 დამარცხდნენ.
დღეს, ცივაძისა და რუსი იან ბონდარენკოს პირველ ნომრად განთესილი დუეტი ტყემალაძისა და ბულგარელი შეინგეჟიხტის წყვილს ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110646