ფეხბურთი

21:41 | 16.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" "შერიფთან" მეათე წუთისთვის სამი უპასუხო გოლი გაუშვა

თბილისის „საბურთალოს“ მიერ ერთი კვირის წინ ტირასპოლში მოპოვებული უპირატესობისგან არაფერი დარჩა. საქართველოს ჩემპიონი „შერიფთან“ ამ წუთებში საპასუხო შეხვედრას ატარებს და 0:3 მარცხდება...

მოლდოველებმა მე-3, მე-6 და მე-10 წუთებზე სამჯერ დალაშქრეს ომარ მიგინეიშვილის კარი და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა. მეტიც, ახლა „შერიფის“ უპირატესობა ცალსახაა, რადგან ერთი გოლი გუნდს სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობას მისცემს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109932