ფეხბურთი

15:55 | 16.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2020-ზე ბილეთების განაცხადების სარეკორდო რაოდენობა გაკეთდა

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატამდე ერთი წელია დარჩენილი, მაგრამ ბილეთების მოთხვნის რეკორდი უკვე დამყარდა. როგორც უეფას ვებგვერდი აღნიშნავს, 12 ივლისის მონაცემებით 19.3 მილიონი ბილეთის განაცხადია შესული, რაც ყველა დროის რეკორდია.

საინტერესოა, რომ ეს თითქმის ორჯერ აღემატება წინა რეკორდს, რომელიც ევრო 2016-ზე დამყარდა და მაშინ 11 მილიონი ბილეთის განაცხადი გაკეთდა.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020 დამდეგ ზაფხულს 12 სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.

თეგებიევრო 2020
0.114539