ჩოგბურთი

13:30 | 16.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველის წარმატებული სტარტი

ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა წარმატებული სტარტი აიღო ჰოლანდიურ ამერსფორტში დაწყებულ ჩელენჯერზე, რომლის საპრიზო ფონდიც 46 600 ევროა.

მეტრეველმა ძირითად ბადეში მასპინძელ ნილს ლოოტსმას 6:3, 4:6, 6:4 სძლია და მე-2 რაუნდში მე-5 განთესვის მქონე გერმანელ მატს მორაინგს ეთამაშება.
წყვილთა თანრიგში მეტრეველი და ხორვატი ტომისლავ დრაგანია ფრანგებს – ელიოტ ბენშეტრისა და იოჰან ტატლოს დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107532