სხვა

12:40 | 16.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოფარიკავეები მსოფლიო ჩემპიონატში ჩაებნენ

გუშინ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. შეჯიბრების პირველ დღეს დაშნასა და ხმალში საქართველოს ნაკრების ოთხმა წევრმა იასპარეზა.

მაია გუჩმაზოვამ ჯგუფური ეტაპის დაძლევის შემდეგ პლეი-ოფის პირველივე ეტაპზე წააგო და ბრძოლას გამოეთიშა.
ხმალში ჯგუფური ეტაპი სამივე ქართველმა გაიარა, ბექა ბაზაძემ და მიხეილ მარდალეიშვილმა ჯგუფში ნაჩვენები შედეგების მიხედვით, პლეი-ოფის პირველი ეტაპი გამოტოვეს, ნიკა შენგელიას კი ორი შეხვედრის გამართვა მოუწია. საბოლოოდ, ძირითადი ეტაპის საგზური მხოლოდ მიხეილ მარდალეიშვილმა მოიპოვა.
18 ივლისს, T64-ში მიხეილ მარდალეიშვილი - 26 წლის უნგრელ, FIE-ს რეიტინგში 21-ე პოზიციაზე მყოფ, მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონს, ანდრას სზატმარს საქართველოს დროით 12:45 დაუპირისპირდება. სანდრო ბაზაძე კი, რომელიც წინასწარი ეტაპიდან თავისუფალი იყო, 15 წუთით ადრე ჰონგკონგელ, 24 წლის მსოფლიო რეიტინგში 97-ე აარონ ჰოს შეხვდება.
დღეს, ბუდაპეშტის BOK Sportcsarnok-ში საქართველოს წარმომადგენელი არ ეყოლება.
ხვალ, 17 ივლისს კი ერთბაშად ხუთ მოფარიკავეს ვუგულშემატკივრებთ. ხმალში ქალთა შორის თეოდორა კახიანი, ლიკა ჯიჯეიშვილი და დარია ანტონოვა გამოვლენ. რაპირაში კაცთა შორის კი ლუკა ღაღანიძე და ლაშა გალუაშვილი იასპარეზებენ.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133759