ჭადრაკი

12:45 | 15.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფოთში ტრადიციული საჭადრაკო ფესტივალი დაიწყო

ფოთში სტარტი აიღო უძლიერესმა, რიგით მე-14 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალმა. ასპარეზობის ფარგლებში 10 ტურნირი იმართება და მათში 9 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკეა ჩართული, ფესტივალის საერთო საპრიზო ფონდი კი 45 000 ლარს შეადგენს.

დებულება

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

აღსანიშნავია, რომ სატურნირო პარტიების პირდაპირი ჩვენება და კომენტარები მიმდინარეობს საჭადრაკო ტელევიზიის ეთერში.

ჭადრაკის მოყვარულებს საკმაოდ საინტერესო და ხალისიანი რეპორტაჟების მოსმენა შეუძლიათ: მაგთი ტვ-ს მე-60 არხზე და სილქნეტის - 282-ე არხზე. ასევე, შესაძლებელია ჭადრაკი ტვ-ს ვირტუალურ სივრცეშიც მოსმენა, ტელევიზიის facebook და youtube გვერდზე.

უძლიერეს A ტურნირში 21 ქართველი მოჭადრაკეა ჩართული. 2 ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით 7 მონაწილე დაწინაურდა, რომელთა შორის 5 ქართველია: ლუკა პაიჭაძე (2567), სოფო ნიკოლაძე (2124), ლევან ფანცულაია (2612), თორნიკე სანიკიძე (2509) და ნიკოლოზ ჩხაიძე (2330).

0.131334