ფეხბურთი

23:20 | 14.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

სენეგალი აფრიკის ერთა თასის ფინალში გავიდა

ეგვიპტეში მიმდინარე აფრიკის ერთა თასის ნახევარფინალში, 14 ივლისს, სენეგალის ნაკრებმა ტუნისის ეროვნულ გუნდს დამატებით დროში 1:0 მოუგო და ფინალში გავიდა. მატჩი კაიროში, „30 ივნისის“ სახელობის სტადიონზე გაიმართა.

ძირითადი დრო უგოლოდ დამთავრდა. 75-ე წუთზე ტუნისელებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ, მაგრამ ფერჟანი სასიმ პენალტი ვერ გაიტანა. მალე თერთმეტმეტრიანი უკვე ტუნისელთა კარში დაინიშნა, მაგრამ სენეგალელი ანრი სევეც უზუსტო იყო.

მთავარი ამბავი მე 100 წუთზე მოხდა, როცა ტუნისელთა მცველმა, დილან ბრონმა, საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და გამარჯვება სენეგალელებს მოუტანა, რომლებიც ფინალში ბოლო 17 წლის განმავლობაში პირველად გავიდნენ.

ფინალში სენეგალი ალჟირი-ნიგერიის გამარჯვებულს შეხვდება.

0.135824