ჭადრაკი

20:53 | 14.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოჭადრაკეთა წარმატებული ტური ჩინეთში

ჩინურ შაოხინგში გრძელდება პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ქართველი მოჭადრაკეები ნანა ძაგნიძე (2511) და ბელა ხოტენაშვილიც (2433) არიან ჩართულნი.

გასული მე-6 ტური ჩვენებურთათვის წარმატებული გამოდგა. ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით ჩინელი ტიანლუ გუ (2205) დაამარცხა, ბაციაშვილმა კი შავებით ინდოელ რუჩა პუჯარის (2268) სძლია.
შედეგად, ძაგნიძე 3.5 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება, თუმცა კი, მე-3 პოზიციაზე მყოფ ჩინელ ქი გუოს (2375) მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩება. ბაციაშვილი 3.0 ქულით მეოცეა.
5.0 ქულით ერთპიროვნული ლიდერი ბულგარელი ანტოანეტა სტეფანოვა (2474) გახლავთ, მონღოლ ბატხუაგ მუნგუნტუულს (2412) კი აქტივში 4.5 ქულა აქვს.
მე-7 ტურში, რომელიც 15 ივლისს შედგება, ძაგნიძე შავი ფიგურებით ჩინელ ლანლინ ჟანგს (2195) ეთამაშება, ბაციაშვილი კი თეთრებით ირანელ სარასადატ ხადემალშარიეჰს (2481) გაეჯიბრება.
ცენტრალურ პარტიაში ერთმანეთის პირისპირ სტეფანოვა და რუსი ოლგა გირია (2457) დასხდებიან. ეს უკანასკნელი 4.0 ქულით მესამე-მეცხრე ადგილებს ინაწილებს.

0.141825